Friday, May 7, 2010

ანტინარკოტიკული პროექტი ,,იცხოვრე აქტიურად"

პროექტში მონაწილეთა მონაცემები: გ.ბასილაძე-X კლ, ნ.ზირაქაძე-X კლ, ს.გელაშვილი -XI კლ, თ.ბარდაველიძე-X კლ.
პრობლემა: მოზარდებში ნარკოტიკების მოხმარება.
მიზანი: მივაწოდოთ ახალგაზრდობას ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ.
პროექტის შინაარსი : ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა.
მსოფლიო ისტორიაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ საზოგადოებაში მიზანდასახულად იყო შეტანილი ნარკოტიკები, საზოგადოების დეგრადირების მიზნით. ადამიანს კი შეუძლია გამოიჩინოს გონიერება და დაუპირისპირდეს ამ ბოროტ ზრახვებს.
პროექტის განხორციელების გზები: მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების (ოპიუმი, ჰეროინი, სუბოტექსი და სხვა) გამოყენების მავნე ზემოქმედების შესახებ (ინტერნეტი, სამედიცინო ენციკლოპედია.) ავიღებთ ინტერვიუს მოზარდებიდან.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდებათ თვითშეგნება, სამოქალაქო ცნობიერება, კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევები, და სკოლას ეყოლება თანამედროვე ახალგაზრდები, რომლებიც გათვითცნობიერებული იქნებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის ნარკომანია და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგები.
სკოლის გაზეთში ანტინარკოტიკული შინაარსის სტატიის დაბეჭდვა, ბიულეტენებისა და ბროშურების დამზადება, სასკოლო კონფერენციის მოწყობა, რომელზედაც მოვიწვევთ მშობლებს, ცნობილ ადამიანებს, ექიმ–ნარკოლოგებს.
მოეწყობა აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადავკეტავთ გზას ლოზუნგებით: „ ვიცხოვროთ ნარკოტიკების გარეშე“, „ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება“.
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, მათი მშობლებისათვის, საზოგადოების სხვა წევრებისათვის. უამრავმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, და თუ მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაიაზრებს ნარკოტიკების მოხმარების მძიმე შედეგებს, ამას ჩვენ უდიდეს მიღწევად ჩავთვლით.

შეფასების სქემა პროექტის პრეზენტაციისათვის

ფასილიტატორი: ნათელა დვალიშვილი ქუთაისის 37–ე საჯარო სკოლა.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: dvalishvili.n@gmail.com